მიხეილ ბატიაშვილი - თუ საჭირო გახდება, მზად ვარ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდე - მთავარია პრობლემა გადავწყვიტოთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზად არის რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მივიდეს.

ამის შესახებ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დამთავრების შემდეგ განუცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.

„დილიდანვე ჩვენი სამინისტრო, არა მარტო დღევანდელ დღეს, ბოლო პერიოდი საკმაოდ ატიურად იყო ჩართული, როგორც მანდატურის სამსახური, ასევე ფსიქოლოგები. ვიცით, რომ სამუშაოა. პროცესი და ჩართულობა სამინისტროს მხრიდან დღეს არ დაწყებულა. აქ არის საუბარი ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება ყველაზე სწორი. თუ საჭირო გახდა ჩავალ. ჩემთვის ჩასვლა-არჩასვლა არ არის მთავარი, მთავარია ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ღრმად ვართ პრობლემაში ჩახედული. საკითხი უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა განზოგადებით. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის #5 საჯარო სკოლაში დილიდან ხმაური იყო. მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებდა. მე-5 სკოლის მოსწავლეების მშობლები, იმ მეექვსეკლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ბულინგში ადანაშაულებს.

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მეექვსეკლასელმა ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა