საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების ჩატარების განრიგი ცნობილია

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის, ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აპლიკანტები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო