მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე  -  გიორგი კვირიკაშვილს შეიძლება აწყობდეს სხვა ინტერპრეტაციის გავრცელება

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ იზიარებს. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის საფუძვლებს ედგა სათავეში, თუმცა მისი გადადგომის შემდეგ, პორტს მხარდაჭერა როგორც მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს ჰქონდა, ისევე როგორც მხარდაჭერა აქვს მოქმედი პრემიერ-მინისტრის მხრიდან.

რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციები მიჰქონდათ ანაკლიის პორტთან მიმართებაში მისი ინტერესების თაობაზე, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილს შესაძლოა აწყობდეს ანაკლიის პორტზე სხვა ინტერპრეტაციების გავრცელება.

„მე არ დავეთანხმები გიორგი კვირიკაშვილის შეფასებას ამ საკითხთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვინც ამ პროექტის განხორციელების საფუძვლებს ედგა. მას შემდეგ რაც ის პრემიერ-მინისტრი აღარაა, მამუკა ბახტაძის პრემიერობის და გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეს პროექტი ხორციელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა პორტის მიმართ არის ურყევი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ზოგიერთ ადამიანს, მათ შორის სამწუხაროდ, ბატონ გიორგის შეიძლება აწყობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ინტერპრეტაციის გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და საქართველოს მთავრობა მასში დებს ინვესტიციას. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფოთის პორტში ახალი პროექტის განხორციელებაზეც, რომელსაც საფუძველი ხვალ ჩაეყრება. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეს პროექტი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“