ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.

უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მთავრობას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ელიზაბეთ რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხიც განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო