რუსთავის სკოლის მე-6 კლასელი გოგონას დედა ამტკიცებს, რომ მუსიკის მასწავლებელმა მის შვილს შეურაცხყოფა თავად მიაყენა და თავში წიგნი ჩაარტყა

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ნაწილი, შვილების სკოლაში გაშვებაზე ისევ კატეგორიულ უარს აცხადებს.

მათი განცხადებით, ბავშვებს სკოლაში მანამდე არ გაუშვებენ, სანამ მე-6 კლასელ გოგონას, რომელსაც მოსწავლეების, ასევე მუსიკის მასწავლებლის ფიზიკურ შეურაცყოფასა და ბულინგში სდებენ ბრალს, დირექცია სკოლიდან არ გარიცხავს.

მშობლების თქმით, გოგონა სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას თანაკლასელებს და თანასკოლელებს, რამდენიმე დღის წინ კი კიბეზე მიმავალ მუსიკის მასწავლებელს ხელი ჰკრა და დააგორა. მშობლების ნაწილი დილით, სკოლასთან შეიკრიბა და მე-6 კლასელი გოგონას გარიცხვას ითხოვდა. ისინი, გოგონას დედას, რომელიც შვილის მხრიდან მასწავლებლის ან მოსწავლეების ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მე-6 კლასელის დედა ირწმუნება, რომ პირიქით, მაისში მის შვილს მიაყენა პედაგოგმა ფიზიკური შეურაცხყოფა და წიგნი ჩაარტყა თავში.

ბავშვის მიმართ რაიმე შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, მას ტვინის შერყევა აქვს და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის