რომან გოცირიძე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე - ეს არის უპასუხისმგებლო და წინასაარჩევნოდ გარკვეული კატეგორიის მოსახლეობის მოტყუების ბიუჯეტი

ეს არის უპასუხისმგებლო და წინასაარჩევნოდ გარკვეული კატეგორიის მოსახლეობის მოტყუების ბიუჯეტი, - ასე აფასებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და ეს ამ ბიუჯეტს კარგად ეტყობა.

„ჩვენ რომ დაგვცინოდნენ, 50 ლარით როგორ გავზარდოთ პენსიაო, უკვე პენსიონერების ნახევარს 50 ლარით უზრდიან. თუმცა, აქაც ატყუებენ - სადღაც ბოლო კვარტალში გაიზრდება“, - განახადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, 230 მილიონით სხვადასხვა ხარჯები იზრდება, მათ შორის ინფრასრუქტურული ხარჯები და ეს იმას ნიშნავს, რომ „ფულის დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების და კომპანიების ჯიბეში წავა“.

„ახლა გაახსენდათ ხალხი და ახლა უკვე ნიანგის ცრემლებს ღვრიან პენსიონერების მძიმე მდგომარეობაზე. პენსიაზე ეს ნამატიც კი არაფერს უშველის, ვინაიდან ფასები გაიზარდა და ეს პენსია იმდენიც კი არ იქნება, რამდენიც იყო შარშან და თუნდაც, შარშანწინ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა