არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთ ემოციურ ნაბიჯსა და შეცდომას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთ ემოციურ ნაბიჯსა და შეცდომას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა, მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და

ის ეხებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის დეოკუპაციას, ეროვნულ ინტერესებს.

"საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან, რომ გამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა, რათა ეს პროცესი ჩიხიდან გამოვიდეს და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. ჩვენი პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და დეოკუპაციის პოლიტიკა არის პრაგმატული, პასუხისმგებლიანი და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთ ემოციურ ნაბიჯსა და შეცდომას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დავით ზალკალიანი, ოპოზიციის მოთხოვნის გაჟღერებამდეც აპირებდა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მისვლას.

"მეტსაც გეტყვით ოპოზიციის პასუხად, მან გადმოწია უფრო ადრე მინისტრის საათის ფორმატში მოსვლა, შესაბამისად, ოპოზიცია სჯობს, მოემზადოს ჩამჭრელი კითხვებისთვის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა