გია ვოლსკი - ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - პროპორციული არჩევნები არის გამოსავალი, რომ  პარტიებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ ამომრჩევლის წინაშე

მომხრეა თუ მოწინააღმდეგეა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - პროპორციული არჩევნები არის გამოსავალი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კონსტიტუციური კანონის პროექტების ფინალურ საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში საკმაოდ კრიტიკული გამოსვლებიც იყო.

"მომხრეა თუ მოწინააღმდეგეა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. პროპორციული არჩევნები არის გამოსავალი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ ამომრჩევლის წინაშე, რომლებიც შეიძლება რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარი პრინციპი აქვთ წინ წამოწეული. ეს არის ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცხოვროს სტაბილურ და მშვიდობიან ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს შვება იმისგან, რომ პარტიები ერთმანეთთან ასეთ დონეზე არიან დაპირისპირებული. ყველამ კეთილი ვინებოთ და შევასრულოთ ის, რასაც საზოგადოება გვეუბნება, იმ პროპორციით, როგორც ვიქნებით არჩეული შემდგომ პარლამენტში", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა