გია ვოლსკი ზალკალიან-ლავროვის შეხვედრაზე - მოლაპარაკების მაგიდას ყველა უნდა მიესალმებოდეს

მოლაპარაკების მაგიდას, მით უმეტეს, რომ ჯერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის, ყველა უნდა მიესალმებოდეს,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, შეხვედრის კონტექსტზე დავა შეიძლება.

„დაპირისპირებული მხარეების ძალიან ბევრ შეხვედრებს ჩამოგითვლით, რომელსაც ერთადერთი ალტერნატივა აქვს - ომი, შეიარაღებული დაპირისპირება. მოლაპარაკების მაგიდას, მით უმეტეს, რომ ჯერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის, ყველა უნდა მიესალმებოდეს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. ოპოზიციამაც ძალიან მკაფიოდ თქვა-შეხვედრა კარგია, კონტექსტში არის ჩვენი დაპირისპირება, კონტექსტზე ვიდაოთ, კი ბატონო“,-განაცხადა ვოლსკიმ

ამასთან, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საერთაშორისო კონტექსტში სწორია, რომ რუსეთთან დიალოგი შედგა.

„რომ არა ჩვენი პოზიციის საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, შვეიცარიული მხარის შუამდგომლობა, ჩვენ ასეთი ინიციატივა არ გვექნებოდა. ნუ აპრიმიტიულებთ საკითხს, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო არის საერთაშორისო დიდი დაპირისპირების ერთ-ერთი სეგემენტი და ფლანგი. ამ სეგმენტზე, ჩვენს პარტნიორებს ცხელი წერტილი არ უნდათ, არ სჭირდებათ და არც ჩვენ საზოგადოებას სჭირდება. ასე რომ, ჩვენ ვიდექით და გვითხრეს, რომ გინდა თუ არა დაელაპარაკეთო - ასე არ არის. ჩვენ საერთაშორისო კონტექსტში სწორი ნაბიჯი გადავდგით და სწორია, რომ ვლაპარაკობთ“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ რუსეთიდან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და არის საკითხები,რომელიც შესაძლო შემდგომი პროგრესისთვის წინაპირობას ქმნის. ვოლკი ფიქრობს, რომ აღნიშნული ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა