გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებაზე - გამოვრიცხავ, არ არსებობს, ასეთი უზნეობის მატარებელი „ქართული ოცნება“ ვერ იქნება

გამოვრიცხავ, არ არსებობს, ასეთი უზნეობის მატარებელი „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა

ვოლსკი მმართველი გუნდის მისამართით ეკა ბესელიას ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაუტოლდება იმ პარტიას, ხელისუფლებას, რომელსაც ეკა ბესელიას ჩანაწერები ჰქონდა და შესაძლოა, აშანტაჟებდა კიდევაც.

„სოლიდარული ვარ ნებისმიერთან, მათ შორის ეკა ბესელიასთან, თუკი მის მიმართ ასეთი საშიშროება ოდესმე დადგა. მეორეც, პირადი ცხოვრება თუ ჩამიწერეთ, ეს თქვენ გაყენებთ ზარალს, ვიდრე მე. თუ გამივრცელეთ, ამ შემთხვევაშიც თქვენ გადგებათ ზარალი-არა მე, რადგან შეიძლება დაგიჭირონ“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, ბესელიას განცხადებები პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების სურვილია.

„პოლიტიკურ თამაშს უფრო ჰგავს, მე პოლიტიკური უზნეობაც დავარქვი ასეთ მტკიცებას, როგორსაც ეკა ბესელია ან სხვა ამბობს. რეალურად, პირადი ცხოვრების ჩაწერა და ამით შანტაჟი იმდენად დიდი სიბინძურეა, მათ შორის რასაკვირველია, ეკა ბესელიას მიმართაც. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, რომ ვინმე ამას აკეთებს, არის რასაკვირველია პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების დიდი სურვილი“,-აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პირები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წევრები არიან.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს პროკურატურაში გასაუბრების შემდეგ განუცხადა, მას ოთხი კონკრეტული შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია. ბესელიას განმარტებით, აღნიშნული ოთხი პირიდან ერთი მამაკაცია, თუმცა არ აკონკრეტებს, არის თუ არა რომელიმე მათგანი მინისტრი.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება