სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას გულისხმობს.

მათივე ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიგ საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონის სტაბილურობის საკითხებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დინამიკასა და საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმაზე.

„ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და გვაქვს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული სტრატეგია, რაც ხელშესახებ შედეგებში გამოიხატება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს