რატი იონათამიშვილი - დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან

დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ჩვენი ვალია სწორედ ამ საკითხებზე მოვახდინოთ ფოკუსირება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა, თემატური მოკვლევის ჯგუფის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ - ფარგლებში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმენით თემატური მოკვლევის ჯგუფი NDI-ისთან ერთად, რადგანაც შშმ ქალთა მიმართულებით ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს დღეს. რომ გადავხედოთ შშმ ქალთა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლებს, იგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შშმ მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, გამოვკვეთოთ ყველა მთავარი პრობლემა, მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მისაწვდომობის გასაზრდელად“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. დეპუტატის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრები უკვე რეგიონებშიც გაიმართა შშმ ქალებთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, თვითმმართველობებთან და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან. მისივე განცხადებით, შეხვედრებზე ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ ქალთა მიმართულებით ქვეყანაში არსებობს. ასევე იმსჯელეს, კონკრეტულად რა სერვისები უნდა დაინერგოს აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად. „მთავარი პრობლემა არის ის, რომ როგორც სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი, ასევე სამედიცინო სერვისები არაადაპტირებულია შშმ ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებთან მიმართებაში. ასევე აუცილებელია მოქალაქეთა ინფორმირების გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სკრინინგის მიმართულებით. დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ჩვენი ვალია სწორედ ამ საკითხებზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო