ნათია თურნავა - ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა - მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა - მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მას კომუნიკაცია აქვს როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

„დიდი იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა