ირმა ნადირაშვილი - დიმიტრი გაბუნია დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით - გვინდა მივმართოთ პროკურატურას, კარგად გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს გიორგი მიროტაძე წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი იყო.

მისივე ინფორმაციით, გიორგი მიროტაძე პროკურატურას შეწყალების საქმეზე ჰყავს დაკითხული.

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ არ იცის რა როლი აქვა მიროტაძეს უშუალოდ შეწყალების საქმეში, თუმცა, „ნათლად ჩანს ნეპოტიზმის პრობლემა“.

დეპუტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას გავლენებზე საუბრობს და პროკურატურას ამის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მიროტაძის კანდიდატურა შემოიტანა და პარლამენტს სთხოვა მისი დამტკიცება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეს ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში. ის დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში.

შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ გაბუნიას გავლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე და მას შეუძლია პრეზიდენტს თავს მოახვიოს საკუთარი კანდიდატურები და შემდეგ ის შემოგვთავაზონ პარლამენტში.

გაბუნია აშკარად დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით და ამის გამო ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, ძალიან კარგად გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს დიმიტრი გაბუნიას ელექტრონული მიმოწერა, კავშირები და გასცენ პასუხი შეწყალების საქმეში მის როლთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ შესასწავლია ნეპოტიზმის ფაქტებიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო