„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა კოტე კემულარიამ განუცხადა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი უკვე სასამართლოში ჰყავთ გადაყვანილი. კემულარიასთვის ამ ეტაპზე უცნობია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლითაა დაკავებული გურამ ჩალაგაშვილი.