რომან გოცირიძე - ზალკალიანი ვერ გაექცევა შეკითხვებს და შესაძლოა, ვერც პასუხისმგებლობას, იმ სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა

“მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ, საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ გაექცევა ვერც ერთ მძიმე შეკითხვას და შესაძლებელია, ვერც პასუხისმგებლობას იმ სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგარეო საქმეთა მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარა, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ზალკალიანი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება. გოცირიძის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოსმენა არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად განხილვის საშუალებას და ეს არის ხრიკი, რომ მინისტრმა მწვავე კითხვებს თავი აარიდოს.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას საგარეო საქმეთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით, უერთდება "ევროპული საქართველოც".

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ საგარეო საქმეთა მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარა. ეს არის პლენარულ სხდომაზე " მინისტრის საათისგან" განსხვავებული ფორმატი. მათ სურთ, რომ მინისტრს შეუქმნან სასათბურე პირობები, შეკითხვები იყოს შეზღუდული და ჩარჩოში ჩასმული, არ დაესწრონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკით დაინტერესებული სხვა პირები. საკომიტეტო მოსმენა იძლევა მეტ თავისუფლებას და საკითხის ამომწურავად გაშუქების შესაძლებლობას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის ხელმძღვანელობა არღვევს რეგლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხრიკსა და ფანდს მიმართავენ, საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ გაექცევა ვერც ერთ მძიმე შეკითხვას და შესაძლებელია, ვერც პასუხისმგებლობას იმ ჩავარდნილი, სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა. ივანიშვილის დავალებით შემდგარი შეხვედრა იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს: ეს ხომ არ იყო რუსეთისადმი მორიგი დათმობების შეტყობინების პლატფორმა და საქართველოს ამჟამინდელ მმართველ პარტიას ხომ არ სურს მომავალ არჩევნებში რუსეთი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც დააყენეს. მათი განცხადებით, პლენარულ სხდომაზე მინისტრს საშუალება ექნება 60-მდე შეკითხვა დააგროვოს და შემდეგ იმას უპასუხოს, რომელსაც უნდა. გიორგი კანდელაკის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე შესაძლებელია დისკუსია მოკლე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართოს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მინისტრის პლენარულ სხდომაზე მოსვლა არ ნიშნავს, რომ საკომიტეტო მოსმენა აღარ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა