ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილმა გიორგი მიროტაძემ თვითონ მოითხოვა, პარლამენტმა მისი კანდიდატურა აღარ განიხილოს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გიორგი მიროტაძის კანდიდატურას პარლამენტი აღარ განიხილავს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეწყალების სკანდალი იხილა, კანდიდატურის მოხსნა გიორგი მიროტაძემ თავად ითხოვა.

„შეწყალების სკანდალის შემდეგ პარლამენტში გიორგი მიროტაძის განცხადება შემოვიდა, სადაც ითხოვს, რომ აღარ განიხილონ მისი კანდიდატურა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის კანდიდატურას პარლამენტი ვეღარ განიხილავს, მაგრამ რომ არა შეწყალების სკანდალი, განიხილავდა. მისი კანდიდატურა უკვე განხილულიც იყო ერთ-ერთ კომიტეტზე. განცხადება, სადაც ითხოვს, რომ აღარ განიხილონ, შემოსულია 25 სექტემბერს, 2 დღით ადრე იქამდე, ვიდრე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდოდა,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ირმა ნადირაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი მიროტაძე, რომელიც პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატად წარადგინა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ყოფილი პარტნიორია იურიდიულ კომპანიაში. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ის პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. დეპუტატი ნეპოტიზმზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას გავლენებზე მიუთითებს და პროკურატურას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო