პერუს პრეზიდენტმა კონგრესი დაითხოვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ის ქმედუუნაროდ გამოაცხადეს

პერუს პრეზიდენტმა მარტინ ვისკარამ კონგრესი დაითხოვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ის ქმედუუნაროდ გამოაცხადეს. ქვეყნის კონგრესის თავმჯდომარე პედრო ოლეაჩეამ განაცხადა, რომ ვისკარა ძალაუფლებას ჩამოშორებულია.

„პარლამენტის სხდომაზე მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც პერუს პრეზიდენტი ქმედუუნაროდ გამოცხადდა, ვინაიდან მან საკონსტიტუციო წყობა დაარღვია“, -დაიწერა კონგრესის სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თანხმობით პერუსი პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოსი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ პერუს პრეზიდენტმა კონგრესის დათხოვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დეპუტატებმა პერუს მინისტრთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უარი თქვეს.

იხილეთ ვიდეო: პერუს პრეზიდენტმა კონგრესი დაითხოვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ის ქმედუუნაროდ გამოაცხადეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო