ლევან ხაბეიშვილი - გურამ ჩალაგაშვილის დაკავება განსხვავებული პოზიციების გამო ადამიანის მიმართ რეპრესიების გატარებაა

გურამ ჩალაგაშვილის დაკავება არის პოლიტიკური დევნა და განსხვავებული პოზიციების გამო ადამიანის მიმართ რეპრესიების გატარება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის, რომ ჩალაგაშვილმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და ამის გამოა დაკავებულია, ეს სრული აბსურდია.

„როგორც ჩანს რუსი ოლიგარქი საბოლოოდ შეიშალა. ბრალში წერია, რომ გურამ ჩალაგაშვილი პარლამენტის შენობასთან საკუთარ მანქანაში იჯდა და უწმაწურად მოიხსენიებდა ბიძინა ივანიშვილს. ეს კი მესამე სართულზე მოქალაქემ გაიგო, ამიტომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა და დავაკავეთო.

ოქმში შავით თეთრზე წერია, რომ უწმაწურად რომ მოიხსენია ღამის საათებში, ეს ყოფილა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წესრიგის დარღვევა და ამის გამო ჰყავთ დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნა და განსხვავებული პოზიციების გამო ადამიანის მიმართ რეპრესიების გატარება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს