ირაკლი სესიაშვილი ბოკერიას - მაიძულებთ, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და ფაქტების შესახებ

მაიძულებთ მე, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და კონკრეტული ფაქტების შესახებ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მის სიტყვებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მუხროვანში იყო დაუმორჩილებლობა, რისთვისაც სამხედროებმა პასუხი უკვე აგეს.

„მოსმენა უნდა ისწავლოთ. მე ვთქვი ე.წ. მუხროვანის ამბოხი. მე არ მითქვამს, რომ იქ დაუმორჩილებლობა არ იყო. დიახ, იქ დაუმორჩილებლობა იყო, მაგრამ თქვენ ახლა მაიძულებთ მე, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და კონკრეტული ფაქტების შესახებ. თქვენ ყოველთვის, როცა მმართველობაში იყავით და უსაფრთხოების სისტემაზე მეთვალყურეობა გევალებოდათ, თქვენ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ. თქვენ დღეს ამბობთ, რომ არც წამება გახსოვთ, არც ბიზნესის ტერორი, ან სასამართლოზე ზეწოლა. არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, იმიტომ რომ „არ იცოდით“ და რომ არ იცით, მე ამაში უნდა გამეცადინოთ, სამწუხაროდ, მიწევს ამის გაკეთება იძულების წესით“, - განაცხადა სესიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სამხედროების დაუმორჩილებლობა იყო მიმართული იმისკენ, რომ აგვისტოს ომში დამარცხების შემდგომ, მათ არ სურდათ აღლუმზე გასვლა.

„სააკაშვილს და თქვენს ხელისუფლებას გინდოდათ სამაგალითოდ დაგესაჯათ ჯარი და ჩვენი ოფიცრები. გარდა ამისა, თქვენს პოლიტიკურ მოძღვარს გადაეცით, რომ თავი დაანებოს იმ მარაზმულ განცხადებებს, რაც უკავშირდება იმას, რომ თითქოს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ჯარისკაცების დაპატიმრებისკენ დგამს ნაბიჯებს. ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები მართლები არიან ერისა და ღვთის წინაშე. მათ დაიცავს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო