ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობას - როდის აკრძალავთ ტაბლოებს სავალუტო ჯიხურებზე, რომ სინამდვილე შეალამაზოთ?

ერთი შეკითხვა მინდა დავუბრუნო ბატონ ქანთარიას: რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი, როგორც თქვენ ამბობთ, „მშვიდად მიდის სახლში“ და ხვდება ცარიელი მაცივარი?“,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნუკრი ქანთარიას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქანთარიამ განაცხადა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მშვიდობიანად შეიცვალა რეჟიმი და დღეს მოქალაქეები გათავისუფლდნენ და კრიტიკული აზრის მიუხედავად შეუძლიათ მშვიდად წავიდნენ სახლში.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში 2012 წლიდან სიღარიბე გაიზარდა და „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია იმ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, რის გამოც ლარი უფასურდება.

„მე მინდა კითხვა დავუსვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს: როდის აკრძალავთ ტაბლოებს სავალუტო ჯიხურებზე? შეიძლება ეს ნახევრად ხუმრობით დასმული კითხვაა, მაგრამ ქვეყნებში, სადაც რეგულაციების გზით წავიდნენ, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში, საბოლოოდ იქამდე მივიდნენ, რომ სინამდვილე რომ შეელამაზებინათ, ან საბოლოოდ აკრძალეს ვალუტის გადაცვლა, ან ტაბლოები აკრძალეს ქუჩაში, რომ ხალხმა არ დაინახოს, როგორ გადაცდა რაღაც მიჯნას დოლართან მიმართებაში მათი ვალუტა. როცა ლარი ამ მიჯნას გადაცდება, ერთადერთი გზა გაქვთ, მუდმივად „ოცნების“ ფერებში დახატოთ რეალობა. ის რეალობა, რომელიც გეუბნება, რომ ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში, თუკი აქვთ საერთოდ ეს მაცივარი სახლში“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

თავის მხრივ, აღნიშნულზე ქანთარიამ უპასუხა, რომ მაცივარი არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ხორაგით სავსე.

„ბატონო ზურაბ, საქმე იმაშია, რომ მაცივარი არც თქვენ დროს იყო ხორაგით სავსე. განსხვავება ის იყო, ზოგჯერ რომ გამოხსნიდა კაცი და ლიმონკა ხვდებოდა“, - განაცხადა ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა