სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ - ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ - ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის” საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად, კომპანიაში დასაქმებული პირების დუალურ სწავლებაში მენტორ - ინსტრუქტორებად გადამზადება დასახელდა.

„პროექტისათვის „საქართველოს რკინიგზამ“ 40 ინსტრუქტორი შეარჩია, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოში დუალური სწავლების მიმართულებით მდიდარი და წარმატებული გამოცდილების მქონე გერმანიის რკინიგზის (DB) ტრენერები ჩამოვიდნენ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შემდეგომი ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდების გამჭვირვალედ და კვალიფიციურად ჩატარებაა. კოლეჯში იმედოვნებენ, რომ საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატებთან და გერმანიის რკინიგზასთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გერმანიაში არსებული პროფესიული განათლების წარმატებული პრაქტიკა საქართველოშიც სრულად იყოს გაზიარებული,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო