გურამ ჩალაგაშვილი - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ მოწმე, რომელიც ჩემი გინებით შეწუხდა, სმენადაქვეითებული ყოფილა - როგორ შეწუხდა, ვერ გეტყვით

ბიძინა ივანიშვილი იყო ჩემი სამიზნე, მას ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც და იქამდე, ვიდრე ამ ხელისუფლების ხელისუფალი და სისხლისმსმელია, მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც, სხდომა გადაიდო.

„საპატრულო პოლიციამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ანუ კამერის ჩანაწერი, ტექნიკური პრობლემა ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ყველაფერი ფარსია და უნდოდათ, ჩალაგაშვილი შეეშინებინათ. მოსახლეობას მინდა ერთი რამ ვუთხრა, თუ საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელზე იქნებით დამჯდარი და ფანჯარა გექნებათ ჩამოწეული, მოინდომებთ სიმართლის თქმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სისხლისმსმელი, მას აუგად მოიხსენიებთ, ამ შემთხვევაში, აუცილებლად, მესამე სართულზე, 50 მეტრში მდგარ კორპუსში ვიღაც გაიღვიძებს, გამოვა და იტყვის, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. ეს არის დღევანდელი სამართალი, სხდომა დარჩა მხიარული", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ამას გარდა, გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ მასზე სამი თვეა, თვალთვალი ხორციელდება.

„თუ ჯარიმა დამეკისრება, აუცილებლად ჩავდებ კონვერტში და ბიძინას ფოსტით გავუგზავნი, ბევრი ფული აქვს და გადაიხადოს. რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც სამი თვეა უკვე მიმდინარეობს. დაყვებოდნენ ირაკლი იქრუაშვილს და დაიჭირეს, მერე მე მომადგნენ. 3 თვეა, ყველგან ვამბობ, რომ სუს-ის მანქანა დამყვება. 3 დღეა, მანქანა გავყიდე და გაცოფდნენ, ვერ მიპოვეს. საბოლოო ჯამში, დაკავების დღეს, მოპირდაპირე მხარეს, მანქანიდან პატრულმა ეტყობა რაღაც შეტყობინება მიიღო, უცებ, მოატრიალა მანქანა და გაგვაჩერა. ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ მოწმე მესამე სართულზე ვერაფერს გაიგებდა, თან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ეს მოწმე სმენადაქვეითებული ყოფილა. როგორ შეწუხდა, ვერ გეტყვით", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა