კობა გვენეტაძე - ნაბიჯები, რომლებსაც ეროვნული ბანკი და მთავრობა დგამს, აუცილებლად დაასტაბილურებს სიტუაციას და ინფლაციაზე წნეხს შეამცირებს

დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ეროვნული ბანკი და მთავრობა დგამს, აუცილებლად დაასტაბილურებს სიტუაციას და ინფლაციაზე წნეხს შეამცირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოორდინაციაში მოქმედებს და სხვადასხვა ნაბიჯებს განიხილავს. რაც შეეხება საკითხს, რომ 2020 ბიუჯეტში 1 აშშ დოლარი = 2.98 კურსია ჩადებული, გვენეტაძე აცხადებს, რომ ეს უცხოური ვალდებულებების გაანგარიშებას ემსახურება.

„ბიუჯეტში კურსის დაფიქსირება უცხოური ვალდებულებების ეროვნულ ვალუტაში გაანგარიშებას უკავშირდება და ბიუჯეტის ბუღალტრული ნაწილია. ბიუჯეტი ჩვენთან შემოვიდა წესის თანახმად, განვიხილავთ და ჩვენს დასკვნას პარლამენტში წარვადგენთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მიმდინარე პერიოდში რეზერვების შევსებას არ აპირებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა