მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მოქმედება ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა ახალი გადაწყვეტილების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მეტი წვდომა ჰქონდეთ უცხოურ ვალუტაზე,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ცვლილების შედეგად, ბანკები შეძლებენ დამატებით 700 მლნ დოლარის სესხები გაიცეს და გარდა იმისა, რომ ბაზარზე ვალუტის მეტი რესურსი გაჩნდება, აღნიშნული დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე,

„ეს სიახლე, ეროვნული ბანკის ინტერვენცია, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან, რა თქმა უნდა, შედეგს გამოიღებს. იმედი გვაქვს, რომ საბანკო სექტორი და ბიზნესმენები ამ ქმედებებს სწორად შეაფასებენ, რაც პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ. „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომ დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს ეროვნული ბანკი, გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემცირდება, რაც გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნას შეუწყობს ხელს.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს