ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

ჩვენი მთავრობა - პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში განვითარდეს საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა, თითოეული პორტი და შეიქმნას ახალი პორტები, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფოთის ნავსადგურში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას, პროექტის ინვესტორს - აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC) და ფოთის მოსახლეობას მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება მიულოცა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს, გააძლიეროს და განავითაროს თავისი ადგილი ჩვენს ევრაზიულ კორიდორში, რეალურად გავხდეთ ჰაბი, დღევანდელი პროექტი ამისი ნათელი მაგალითია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი პროექტის ფარგლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა.

მისი თქმით, „ეს არის ასობით დასაქმებული ადამიანი, 500 კმაყოფილი ოჯახი“.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა 25 ჰა მიწის ფართობზე განთავსდება, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ სესხის სიდიდიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე მაღალი დაფინანსება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა