"ბიბლია განმარტებებით" - პირველი ტომის შეძენა, სპეციალურ ფასად, 6 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროექტის "ბიბლია განმარტებებით" პირველი ტომის სპეციალურ ფასად შეძენა 6 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L-ში" აცხადებენ, პროექტს მკითხველის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, სწორედ , ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ სპეციალური შეთავაზება კიდევ ერთი კვირით გაეგრძლებინათ. შესაბამისად, მკითხველს პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლია.

"ბიბლია განმარტებებით" მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი გამოცემა ქართულ ენაზე აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა კი ქართველ მკითხველს შეუძლია სამყაროს მთავარი წიგნი უკეთ გაიაზროს.

"ამ პროექტმა მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია და ძალიან გვიხარია, რადგან მთელი სარედაქციო ჯგუფი დიდი პასუხისმგებლობით მუშაობდა ამ გამოცემაზე ", - განაცხადა გამომცემლობის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელმა ანანო თავხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ბიბლია განმარტებებით" 15 წიგნს გააერთიანებს და "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გამოვა. მისი სპეციალური ფასია 13 ლარი 50 თეთრი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო