14 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში მონაწილე და დაჭრილი მებრძოლებისთვის ფილმ „შინდისის" სპეციალური ჩვენება გაიმართება

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, ვეტერანთა კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში მონაწილე და დაჭრილი მებრძოლებისთვის ფილმ "შინდისის" სპეციალური ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ „შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას დაესწრება შინდისში გადარჩენილი ყველა მებრძოლი.

„შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ფილმი ფოკუსირებულია გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებზე, შინდისელებსა და მათ მიერ გადარჩენილ, ალყაში მოხვედრილ მებრძოლებზე. სცენარი ეყრდნობა გარდაცვლილი გმირების ოჯახების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სოფელ შინდისის მოსახლეობისა და საპატრიარქოს მიერ გადმოყვანილი დაჭრილების ნაამბობს. „შინდისს“ ორი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უძღვოდა წინ. ეს დოკუმენტური მასალა დაედო საფუძვლად მხატვრული ფილმის სცენარს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩართული მხარე მოწვეული იყო ფილმის პრემიერაზე, მათ შორის მოსახლეობის მიერ გადარჩენილი, ალყაში მოქცეული, ხუთი მებრძოლიდან სამი დაესწრო პრემიერას, ერთი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა, ერთი მებრძოლი, სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა. ხუთი მძიმედ დაჭრილი მეომარი, რომლებიც სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა, ყველანი გადაღებული გვყავს დიკუმენტურ ფილმებში, მათი და სოფლის მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, ასევე გარდაცვლილი გმირების ოჯახების ნაამბობით. არც ჩვენ და არც მათ სხვა სამხედროებზე, მრავალი წლის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ გვქონია...

„შინდისის” პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს გაიმართა. ფილმი ეძღვნება “შინდისის გმირებსა” და საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა მეომარს.

მიიღეთ ჩვენი პატივისცემა, ყველა მებრძოლს, ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ და მადლიერი ვართ მათი ფასდაუდებელი ამაგის გამო!

“შინდისი” თითოეული თქვენგანისადმი მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლო და ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავგანწირვის ძეგლია“, - ნათქვამია „შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა