შოთა შალელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს შოთა შალელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყარეს კენჭი.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, შოთა შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის დატოვების მიზეზად სამეწარმეო საქმიანობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ შოთა შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს სექტემბერში მიმართა. სავარაუდოდ, მას "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს