ივენთ-ჰოლში "სტრატეგია აღმაშენებელის" პრეზენტაცია მიმდინარეობს

ივენთ-ჰოლში "სტრატეგია აღმაშენებელის" პრეზენტაცია მიმდინარეობს. "ახალი საქართველოს" ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, ძლიერი, ერთიანი, მშვიდობიანი საქართველო, დაფასებული ადამიანებისა და შეძლებული ოჯახების ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ღირებულებებს და ორიენტირებულია პროგრესზე და ინოვაციებზე.

მათივე ცნობით, 15 პუნქტიან გეგმაზე 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ექსპერტი სამი თვის მანძილზე მუშაობდა.

"ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს ძველი, მდიდარი კულტურა და ისტორია მუდმივად წარმოადგენს მისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის მძლავრ საზრდოს. ამასთან ერთად, ისტორიულად სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა ინტენსივობით, საქართველომ არაერთხელ იტვირთა კავკასიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის ფუნქცია. საქართველოს კვლავ აქვს შანსი ჩამოყალიბდეს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ, რაც სერიოზულ თავის ტკივილს უქმნის რუსულ იმპერიალიზმს. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის ანალიზით, სტრატეგია „აღმაშენებელი“ ეფუძნება განვითარებისა და წარმატების ქართულ მოდელს, იმის გააზრებით რომ პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ და ჩვენს ქვეყანაში ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სტრატეგია „აღმაშენებლის“ მთავარი ორიენტირი უმთავრესი ფასეულობა ადამიანი, მისი თვითრეალიზება, ადამიანის შინაგანი ძალის და მისი შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.

"სახელმწიფოსა და ხელისუფლების ყველა ქმედება ადამიანის , როგორც უმაღლესი ფასეულობის ინტერესებს და მისი ღირსების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ადამიანი სოციალური სტატუსით, უპირველესად პიროვნება და მოქალაქეა, რის საფუძველზეც მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, გააჩნია შესაბამისი უფლებები და მისი რეალიზების შესაძლებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ ძლერი საქართველოს იდეა მიღწევადია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის, კონკრეტული პარტიის აქტივობით არამედ ერთიან ეროვნულ ძალისხმევით. ამ ერთიანი ეროვნული ძალისხმევისთვის აუცილებელია სახელმწიფოს და მოქალაქეების ჰარმონიული და შეთანხმებული ურთიერთქმედება საერთო მიზნისკენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ