გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია,  საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს

ჩემთვის დავით აღმაშენებელის ეპოქა არის ის მაგალითი, თუ როგორ დაიმკვიდრა საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია. „სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან კამპანიის "სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზენტაციამდე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სტრატეგია "აღმაშენებელი" არის შეთავაზება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ აღმშენებლობის იდეის გარშემო მოხდეს გაერთიანება. მისივე განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ შეიძლება გლობალური სიკეთეების საქართველოში გადმოტანა და მძლავრი განვითარების დაწყება.

"50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი, 20 ქვეყნის ანალიზი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ წარმატების ქართული მოდელი არ შევქმენით. ჩვენთვის დავით აღმაშენებლის ეპოქა არის ის მაგალითი, თუ როგორ დაიმკვიდრა საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია. „სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს, გახდეს ცოდნის ჰაბი, ტექნოლოგიური ცენტრი, დამაკავშირებელი ხიდი გლობალურ სამყაროსა და ჩვენს რეგიონს შორის",-აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, სტრატეგია 15 მიმართულებას მოიცავს. ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, წარმოების განვითარება, განათლება, სოფლის მეურნეობა და ა.შ

"მარტივ რაღაცას ვამბობ, თუ დღეს იუსტიციის სახლში მთელი მსოფლიო ჩამოდის და ნახულობს, როგორ შევქმენით მსოფლიოში მართლაც თანამედროვე მომსახურების ცენტრი მოქალქეებისთვის, რატომ არ შეიძლება ქართულ სოფელში ჩამოვიდეს და იქ ვაჩვენოთ ჩვენი მიღწევები, რატომ არ შეიძლება ქართულ ქალაქებში ჩამოვიდნენ და იქ ვაჩვენოთ მიღწევები",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

იხილეთ ვიდეო

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება