თაკო ჩარკვიანი - უძლიერესი პოლიტიკური სვლა იყო - სააკაშვილმა თავის ამომრჩეველს საბოლოოდ უთხრა, რომ გაემიჯნეთ ბოკერიას დაჯგუფებას

მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს საბოლოოდ უთხრა, რომ გაემიჯნეთ ბოკერიას დაჯგუფებას,-ასე აფასებს პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერ გიგა ბოკერიასთან მიმართებაში რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ჩარკვიანის განცხადებით, აღნიშნული ძლიერი პოლიტიკური სვლა იყო.

"თბილისი პატარაა და ჩვენ ყველას გვსმენია რაღაცეები, მაგრამ მე არ ვიჯერებ ხოლმე ასეთ რაღაცეებს, ვიდრე არ ვრწმუნდები ან ლოგიკურ ჯაჭვს არ მივყვები. მხოლოდ იმაზე შემიძლია საუბარი, რასაც ვუყურებ თვეების განმავლობაში, რომ "ევროპული საქართველოს" ეს ჯგუფი არ იქცევა კარგად, გაერთიანებისკენ არ არის ხოლმე მიმართული. რაც შეეხება სააკაშვილს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აბსოლუტურად პოლიტიკური სვლა იყო და მინდა გითხრათ, რომ იყო უძლიერესი პოლიტიკური სვლა. ამით პრაქტიკულად თავის ამომრჩეველს საბოლოოდ უთხრა, რომ გაემიჯნეთ ბოკერიას დაჯგუფებას",-განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა