გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბუნებრივი აირის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბუნებრივი აირის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წითელი ხიდი-წალკა - ახლაქალაქის 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის, 29-30 კმ და 33-35 კმ-ებზე, ახლად აშენებული მონაკვეთების მოქმედ გაზსადენზე, შეჭრით სამუშაოებს განახორციელებს.

„ აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, 07:00 საათიდან - 16:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქ. თეთრიწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ხაიშის, ქოსალარის, წინწყაროს, სამშვილდეს, ასეურეთის, შავსაყდარის, ენაგეთის, ჯორჯიაშვილისა და სოღარაშენის მოსახლეობას. ასევე, ქ. ბოლნისისა და ბოლონისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: რატეფანს, ქვემო ბოლნისს, შუა ბოლნისს, ზემო ბოლნისს, რაჭისუბანს, თამარისს, ბალავარს, ახალ ბიოკნისს, შუხრანას, ალახაურს, ხიდისყურს, სავანეთს, ჭაპალას, ტალავერსა და ფარიზს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა