გიორგი ლაფერაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ავრცელებს.

როგორც ლაფერაშვილი აღნიშნავს, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის გარდა, გუმბარიძე კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ გუმბარიძე საგამოძიებო ორგანოში 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე ადვოკატთან ერთად მივა.

მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს უკვაშირდება, რომელზეც ბრალი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და ასევე „ინტერმედია +“-ის ხელმძღვანელს აქვთ წაყენებული.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ლაფერაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა