ივანე მაჭავარიანი - მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან

მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია და მასში ასახულია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - ძალიან პატარა სოფლის პრობლემიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი უმნიშვნელოვანესი თემებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება.

ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო კონტროლის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს თავად ხელისუფლების საქმიანობაც.

„მჯერა, რომ სწორედ ამ კონტექსტით დანახული ჩვენი ბიუჯეტი, 2020 წელს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენი ქმედებები თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან“, - განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა