ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ამოუცნობი ჭურვი გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს დილით კიდევ ერთი ამოუცნობი ჭურვი გაუშვა, - ამის შესახებ „როიტერსი“ სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, ჩრდილო კორეამ ამოუცნობი ჭურვი ვონსანიდან აღმოსავლეთით, ზღვის მიმართულებით გაუშვა.

იაპონიის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ჩრდოლოეთ კორეამ რაკეტა გაუშვა და ხომალდებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ არანაირ ნარჩენებს არ მიუახლოვდნენ.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს იაპონიის მთავრობის პრეს-სპიკერი იოშიჰიდე შუგა, რომელიც აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ არა ერთი, არამედ ორი რაკეტა გაუშვა და ისინი ზღვაში იმ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რომელიც იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას განეკუთვნება.

გუშინ ფხენიანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან „სამუშაო დონის მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ“ და ამ შეთანხმების თანახმად, პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს