საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ბაზაზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკა/სტაჟირების შეთავაზებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

შეხვედრის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი საქმიანობისა და სმენის რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის პირადი გამოცდილება გაუზიარეს. სტუდენტებმა ამ სფეროში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 466 მილიონ ადამიანს აქვს სმენის პრობლემა, აქედან 34 მილიონი ბავშვია. იგივე ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 1 %-ს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა.

სმენის დარგში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ფონდი „აი ია“ და ევროპის უნივერსიტეტი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზეც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა