კახა კალაძე - დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მერმა განაცხადა, შესაძლოა ზონალურ -საათობრივი პარკირება, ტაქსების რეფორმა და სხვა ნაბიჯები არ იყოს პოპულარული გადაწყვეტილება და გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა „სხვანაირად საქმე არ კეთდება“ .

„რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე ველობილიკი, რომ გაკეთდა არავინ სარგებლობს და მანქანებს ვერ აყენებენ. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება. პრიორიტეტის იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ვიწყებთ და ეხება კონკრეტულ ადამიანებს და დისკომფორტის ზონაში გადადიან, მაშინვე იწყებენ საუბარს რომ რას აკეთებენ, აზრზე არ არიან. ეს დამოკიდებულება მიუღებელია,არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. მთავარია ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ,“-განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი წარმატებით ხორციელდება. მისივე თქმით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურა მსოფლიოს წარმატებული მაგალითების შესაბამისად ვითარდება.

„ზონალურ -საათობრივი პარკირების პირველი საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე განვახორციელეთ. შემდეგ იყო ორბელიანის მოედანი, სადაც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ზოალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს პროექტი. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პარკირება უფასოა, ასევე შშმ პირებისთვისაა უფასო საპარკინგე ადგილები. ხოლო სხვა ადამიანებისთვის ტარიფია საათში 1 ლარი. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ეტაპობრივად ცენტრალურ უბნებზე გავრცელდება.

მე მესმის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება, ისევე როგორც ტაქსების რეფორმა შეიძლება არ იყოს პოპულარული ნაბიჯები და გარკვეულწილად რაღაც პრობლემა იყოს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ ყველა ვწუხვართ თუ როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ქალაქში და როგორაა ჰაერი დაბინძურებული. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში, ერთბაშად შეუძლებელია მოვახერხოთ ავტომობილების ჩანაცვლება, განსაკუთრებით კერძო ავტომობილების, რითაც ქალაქის მოსახლეობა გადაადგილდება და მათ უმეტესობას ე.წ. კატალიზატორები აქვს ამოცლილი და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება დრო, რომ მოვახერხოთ ჩანაცვლება. ჩვენზე რაცაა დამოკიდებული, პროცესი დაწყებულია და ის ყვითელი ავტობუსები, რომელსაც ყველა რესურსი ამოწურული აქვს და კრიტიკას ვერ უძლებს ჩანაცვლდება. რამდენიმე დღეში ვაპირებთ წარმოგიდგინოთ 8 მეტრიანი ავტობუსები , რომელიც შემოვა წლის ბოლომდე ქალაქში. ამ პროცესს ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადააგდილება სწრაფი და კომფორტული იყოს. ამ პროექტს თან სდევს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ამ პროექტებში გათვალისწინებულია ველობილიკები, ზოლები ავტობუსებისთვის, ვინმემ არ იფიქროს რომ ეს ჩემი ახირებაა, თუ გვინდა რომ საცობები მოვაწესრიგოთ ქალაქში, ის რომ საფეხმავლო ტროტუარებზე ავტომობილები დგას, ეს უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების ქალაქებში განხორციელებული პროექტების მაგალითები. ახალს ვერაფერს მოვიგონებთ, გარდა იმისა, რომ გადმოვიტანოთ ის მაგალითები რაც სხვა ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა,“-განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო