სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილის, კობა კოშაძის და ზვიად კუპრავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილის, კობა კოშაძისა და ზვიად კუპრავას მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული მომავლისთვის", პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრებმა და დაკავებულების მხარდამჭერებმა გამართეს.

მათი თქმით, აქცია დღეს სამი სისხლის სამართლის საქმის გარშემო გაერთიანდა და მთავარი სათქმელი იყო ის, რომ "ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარი ჰყავს". აქციის მონაწილეებს, პროტესტის ნიშნად პირზე წითელი ლენტი ჰქონდათ აკრული,რაც ნიშნავს იმას, რომ " ბიძინა ივანიშვილს ყველას დადუმება სურს".

საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო