რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და კანადის კონსულმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კანადის კონსულს, უფროს სავაჭრო კომისარ ქრისტოფერ ვიმერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადური კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

„ქრისტოფერ ვიმერი დაინტერესდა საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივით. კონსულმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის შესახებ, კერძოდ საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი) პროექტებს, რომელიც გაზრდის გამტარუნარიანობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს.

მინისტრის მოადგილემ კონსულს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე რეგიონული განვითარების პროექტების შესახებ,”-აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა