სასამართლომ ზვიად კუპრავას 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მოხდარ ფაქტს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას ზვიად კუპრავა თავს დაესხა. მისივე განმარტებით, სასამართლოს ეზოში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამასთან, ზვიად კუპრავა მსჯავრდებულია სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. კუპრავა პენიტენციურ დაწესებულებას 24 ნოემბერს დატოვებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს