ხათუნა გოგორიშვილი სოფო კილაძეს - ადამიანის უფლებების დაცვისთვის საერთოდ რამეს აკეთებთ?

გარდა იმისა, რომ როგორც ნაძალადევის მაჟორიტარად კარგად მუშაობთ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამეს აკეთებთ საერთოდ?“ - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

კილაძის მიერ ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმ საქმეების შესახებ დაუსვა კითხვა, რაც ანგარიშში არ მოხვდა. ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, 2018 წლის ანგარიშში არ არის ნახსენები დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე, ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტები, შშმ პირთა უფლებები და ა.შ.

„2018 წელს ვის ვის და ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის პრობლემები, რომელიც იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით და არც ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც საზოგადოება წუხდა, თქვენს ანგარიშში მოხვედრილი არ არის. მე მესმის, რომ ამ სიის წაკითხვას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რა საკითხები არ მოხვდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2018 წლის ანგარიშში. დავიწყებ სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლებით, საერთოდ არ არის ამაზე საუბარი თუ არ ჩავთვლით, რომ თქვენ ყოფილხართ კომისიის წევრი, ეს ყოფილა მთელი „ნიუსი“; არაფერი არ არის ნათქვამი შვილმოკლული მამების უფლებებთან დაკავშირებით; არც ვიტალი საფაროვის საქმე გაქვთ ნახსენები, რომელსაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა; საერთოდ არ გაგხსენებიათ, მითუმეტეს გახარიას პრემიერ-მინისტრობის პირობებში როგორ ვახსენებდით „ბასიანისა“ და „გალერის“ საქმეებს, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტები და არაფერი ამასთან დაკავშირებით არ გიხსენებიათ, არც ტელევიზიების პრობლემები ყოფილა, არც დევნილთა და მათი საცხოვრისის უფლებები შელახულა, ადამიანის უფლებათა კომიტეტში საერთოდ არავის გახსენებია ტატუნაშვილის ტრაგედიაც 2018 წელს მოხდა და ყველაზე უცნაური რაც იყო ჩემთვის, საერთოდ არ გაქვთ ნახსენები, რას აკეთებს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შშმ პირების უფლებებზე რას აკეთებს. ეს არის მოკლედ ის თემები, რაც არ არის თქვენს ანგარიშში და აბა რა არის? გარდა იმისა, რომ როგორც ნაძალადევის მაჟორიტარად კარგად მუშაობთ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამეს აკეთებთ საერთოდ?“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა