გურამ ჩალაგაშვილი - ეს აქცია არის „გავრილოვის ღამეს" დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია

„სასამართლო - ბიძინას კანტორა", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "თავისუფლება ჰუსეინ მაჩალიკაშვილს", "ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია", - ამ ლოზუნგებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა 20 ივნისის პოლიტპატიმრები" წევრებმა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირების მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

როგორც „გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის აქციები ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული, ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ "არაფრის იმედი არ აქვს".

„ეს აქცია არის „გავრილოვის ღამეს" დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია. არანაირი იმედი არ გვაქვს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე. სასამართლო საქართველოში აღარ არსებობს. ეს არის რუსეთის იმპერია. ეს აქცია გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება მალე“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა