ზაზა გაბუნია - რეფორმის მიზანიც ის არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რეფორმა ძველი წესების შეცვლას გულისხმობს.

ზაზა გაბუნიას თქმით, რეფორმა გულისხმობს იმ წესების შეცვლას, რომლებიც შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი, ხარვეზიანი და საჭიროებდეს გამართვასა და მოწესრიგებას.

„ამ რეფორმის მიზანიც ის არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. მე მაქვს მოლოდინი, რომ რეფორმა ასეთ, დადებით შედეგებს მოიტანს“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს