სოფო კილაძე გოგორიშვილს და ნადირაშვილს - კარგი იქნებოდა საპატიმროში მაშინ შესულიყავით, ნაწამები ხალხის ხმა ცამდე რომ ადიოდა, თქვენი ყურები კი დახშული იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატების კითხვას, საპატიმროში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები მოინახულა თუ არა, არ უპასუხა.

კილაძის მიერ ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა მას ამ კითხვით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც სოფო კილაძემ უპასუხა, რომ კომიტეტს შესაბამის უწყებებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

„შესაბამის უწყებებთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში რაც არის ჩვენი ფუნქცია, ეს შევასრულეთ და მესმის, რომ თქვენ არ დამეთანხმებით, მესმის, რომ მაინც ერთ ამბავს ატეხთ, ეს არის თქვენი უფლება, ხოლო ჩემი უფლება და ვალდებულებაა, რომ კითხვებს ვუპასუხო. მე გავეცი ამ კითხვებს პასუხი. ეს პასუხები თქვენ არ მოგეწონებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

აღნიშნულის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ რამდენჯერმე სცადეს, სოფო კილაძისგან ამ კითხვაზე პასუხი მიეღოთ.

„ქალბატონო სოფო, შეგიძლიათ რამენაირად მიმანიშნოთ, თავი მაინც დამიქნიეთ, საპატიმროში იმ ადამიანების მოსანახულებლად იყავით თუ არა,“ - მიმართა ირმა ნადირაშვილმა კილაძეს.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ „კარგი იქნებოდა საპატიმროში მაშინ თავად მისულიყო, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ.“

„კარგი იქნებოდა, ქალბატონო ირმა, მაშინ შესულიყავით, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ, თქვენც ქალბატონო ხათუნა. ნაწამები ხალხის ხმა რომ ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული რომ იყო ამისთვის, კარგი იქნებოდა აი, მაშინ შესულიყავით,“ - უპასუხა სოფო კილაძემ მათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა