ირმა ნადირაშვილი სოფო კილაძეს - ამ პარლამენტში თქვენ გარდა, ყველა მიხვდა, რომ 9 წლის ძახილით არ უნდა გახვიდეთ ფონს - თქვენ, კომიტეტის ძალიან ცუდი თავმჯდომარე ხართ

ამ პარლამენტში თქვენ გარდა, ყველა მიხვდა, რომ 9 წლის ძახილით არ უნდა გახვიდეთ ფონს. თქვენ, კომიტეტის ძალიან ცუდი თავმჯდომარე ხართ,“ - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

მას შემდეგ, რაც სოფო კილაძემ დეპუტატების კითხვას 20 ივნისს დაკავებულების საპატიმროში მონახულების თაობაზე არ უპასუხა, ირმა ნადირაშვილმა კილაძეს კომიტეტის „ცუდი თავმჯდომარე“ უწოდა, რადგან კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მას „რაღაცების მოძახება უნდება“.

„თქვენი კომიტეტის უპატივცემულობაა ქალბატონო სოფო, როდესაც ასეთი ცარიელი ფურცლებით მოდიხართ აქ და ტრიბუნიდან გვესაუბრებით ისე, რომ საერთოდ არაფერს ამბობთ პრობლემურ საკითხებზე. ამ პარლამენტში თქვენ გარდა, ყველა მიხვდა, რომ 9 წლის ძახილით არ უნდა გახვიდეთ ფონს. ყველა მიხვდა ამას, აი, დააკვირდით.

როდესაც მე გეკითხებით, იყავით თუ არა პატიმრების სანახავად და ამაზე თქვენ მომაძახებთ - პატიმრებს აწამებდითო, მერე? ამიტომ არ უნდა წახვიდეთ? ეგ არის რამე პასუხი? იმიტომ რომ ცუდი მოპყრობა ხდებოდა, კი ბატონო, არ წახვიდეთ და არც ერთ შემთხვევაში არ მოინახულოთ 20 ივნისს დაკავებული ადამიანები. აი, ეს რანაირი პასუხებია. საკუთარი თავის უპატივცემულობაა. თქვენ კომიტეტის ძალიან ცუდი თავმჯდომარე ხართ, რადგან როდესაც გეკითხებით: იყავით თუ არა საპატიმროში, ამაზე რაღაცების მოძახება გინდათ ჩემთვის. იმიტომ ხართ ცუდი, რომ ამ ადამიანებს თქვენი იმედი არ აქვთ,“ - მიმართა ნადირაშვილმა კილაძეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს