გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.

სამოქალაქო პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს ტოვსტონოგოვის ქ.N6-ში გაიმართება. 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე კი მას რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია