მამუკა მდინარაძე - როდესაც „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგებში ასეთი დაწინაურება გაქვს, არის აღიარება და ყველა დანარჩენი, რაც ამას ეწინააღმდეგება, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მსოფლიო ბანკი რეიტინგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგებში ეჭვის შეტანა სპეკულაციაა.

„დღეს ახალი პარადოქსული განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, რომ თურმე მათი მიწოდებული ინფორმაცია და მათი კვლევითი ორგანიზაციები როდესაც კვლევებს ატარებდნენ და შემდეგ საკმაოდ რეიტინგულ ორგანიზაციებს აწვდიან ამ ინფორმაციას, არის სწორი და „მსოფლიო ბანკის“ მონაცემები თურმე ტყუილი ყოფილა.

ყველაზე ობიექტური, ცნობილი, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომელსაც ყურადღებას აქცევენ სახელმწიფოები, ბიზნესი, რომ შემდეგ ინვესტიციის ჩადება ან არ ჩადება გადაწყვიტონ სხვადასხვა ქვეყანაში, ეყრდნობიან, ყველაზე მთავარ საკითხად და პრიორიტეტად მიიჩნევენ „მსოფლიო ბანკის“ ასეთ რეიტინგებს და ამის მიხედვით განსაზღვრავენ თავის დღის წესრიგს.

როდესაც მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ასეთი დაწინაურება გაქვს ეს არის აღიარება და ყველა დანარჩენი თუკი ამას ეწინააღმდეგება, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა