საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება

ამ დროისთვის, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ნახანძრალ ტერიტორიაზე ცალკეულ მონაკვეთებს დაამუშავებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებმაც ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენებით, დაიწყეს ცეცხლის ქრობა.

ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო