საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე საშემოდგომო მიღებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019 სასწავლო წლისათვის, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მსურველები რეგისტრაციის გავლას ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 16:00 საათამდე, (შაბათს 11:00-დან 14:00 საათამდე), მისამართზე: თბილისი, კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №352, შეძლებენ.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ, რეგისტრაცია გაიარონ ონლაინ რეჟიმშიც, ვებგვერდის მეშვეობით: www.vet.emis.ge

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საშემოდგომო მიღებას შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აცხადებს:

· სამრეწველო ავტომატიზაცია

· მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი

· არქიტექტორ-ტექნიკოსი

· ჰაერის კონდიცირება

· საოფისე საქმე

· სატვირთვო გადაზიდვების ლოგისტიკა

· ღონისძიების ორგანიზება

· ავტომობილის ელექტრული სისტემების შეკეთება

· ავტომობილის ძრავის შეკეთება

· სამკერვალო წარმოება

· ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება

· საბაჟო საქმე

· გრაფიკული დიზაინის შესრულება

· ხის მხატვრული დამუშავება

· სარკინიგზო გადაზიდვები.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია:

· სამთო ტექნიკოსი

· სამთო ელექტრომექანიკოსი

· მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

· მღებავი

· მებათქაშე

· ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია:

· მევენახეობა

· მეფუტკრეობა

· ინფორმატიის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

· ბუღალტრული აღრიცხვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს